საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 100 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თითქმის 4%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 95,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.9 ტრილიონის ფარგლებშია.
რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 2,600 დოლარს შეადგენს, რაც 16%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $314 მილიარდს შეადგენს.
კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ "ტარიფების ომის" დაწყებასთანაა დაკავშირებული.