საერთაშორისო ბირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები ეცემა.
ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 240 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თითქმის 7%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 61,100 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.2 ტრილიონის ფარგლებშია.
რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,300 დოლარს შეადგენს, რაც 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $404 მილიარდს შეადგენს.




























