მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები ეცემა

კრიპტო ბიტკოინი

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები ეცემა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 470 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 9%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 104,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $2 ტრილიონის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,500 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $423 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რაც ბაზარზე "სპეკულაციური ბუშტის" გაჩენის შიშით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები