მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად იზრდება

კრიპტო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - 24 საათის განმავლობაში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 3%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 1 ტრილიონ 370 მილიარდ დოლარს აღწევს.

ბიტკოინის ფასი ამჟამად 36,600 დოლარს შეადგენს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 714 მილიარდი დოლარია.

მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 1,910 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $230 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია აშშ-სთან. როგორც ირკვევა, საფონდო ბირჟების მარეგულირებელი ფედერალური კომისია ბიტკოინის და ეთერიუმის Spot ETF-ის ანუ სავაჭრო ფონდის დასამტკიცებლად ემზადება.

ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ მარეგულირებელი კომისია ბიტკოინის ETF-ს მწვანე შუქს წლის ბოლომდე აუნთებს, რაც ბირჟაზე კრიპტოაქტივების ფასების ზრდას იწვევს.

ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. ბიტკოინის ETF-ის მეშვეობით ინვესტორები კრიპტოაქტივის შეძენას პირდაპირ ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე შეძლებენ, უოლ-სტრიტზე რეგისტრირებული ბროკერებიდან, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, რომლებიც კრიპტობირჟებთან საქმიანობას არ იჭერენ და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქცია პირდაპირ საფონდო ბირჟაზე განხორციელდეს, რეგულირებული სუბიექტების ჩართულობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები