მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მცირდება

კრიპტო ბიტკოინი

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები ეცემა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 1.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 2%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 96,200 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.9 ტრილიონის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 2,700 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $318 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ "ტარიფების ომის" დაწყებასთანაა დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები