მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები შემცირდა

კრიპტო ბიტკოინი

საერთაშორისო ბირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები შემცირდა. საერთო ჯამში, ბოლო 24 საათში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 1.4%-ითაა შემცირებული და ის ამჟამად 1 ტრილიონ 390 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბიტკოინის ფასი 36,500 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 715 მილიარდი დოლარია, რაც ერთ დღეში 1.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

კორექცია ფიქსირდება ეთერიუმთან მიმართებითაც და მის ღირებულება 2,000 დოლარს შეადგენს, პროექტის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $244 მილიარდის ფარგლებში მერყეობს.

ყველაზე ცუდი შედეგი რიგით მეოთხე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, BNB-ს აქვს, რომელიც კრიპტობირჟა Binance-თანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, გუშინ კომპანიის დამფუძნებელმა, ჩანგპენგ ჟაომ Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა და ფინანსური დანაშაულის გამო კომპანიას $4.3 მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ამ ყველაფრის ფონზე, BNB-ის ღირებულება 9.5%-ით შემცირდა და მისი კაპიტალიზაცია ამჟამად $35 მილიარდს შეადგენს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები