მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოვალუტების ფასები მკვეთრად დაეცა

647ee54d0f2b1
გიორგი თოლორდავა
06.06.23 12:02
2321
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის უაღრესად მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, 24-საათიან ჭრილში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 4%-ით, 1 ტრილიონ 90 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 25,800 დოლარამდე დაეცა, რაც ვარდნის 3.8%-იანი მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი ამჟამად 500 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მკვეთრადაა შემცირებული ეთერიუმის ფასიც, რომელიც ამჟამად 1,800 დოლარს შეადგენს, კაპიტალიზაცია კი $218 მილიარდის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება ყველაზე ცუდი შედეგის მქონე კრიპტოვალუტას, Binance-ის მიერ გამოშვებული BNB-ის ღირებულება 8%-ითაა შემცირებული, რაც გუშინ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ფინანსური მარეგულირებელი კრიპტობირჟას 13 მუხლის დარღვევით ედავება, მათ შორისაა: ფულის გათეთრება, ბუღალტრული ანგარიშების წესების დარღვევა, არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება, მომხმარებლების თანხების არასათანადოდ განკარგვა, აშშ-ის ფინანსური კანონმდებლობის დარღვევა და არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეალიზება.

SEC-ის განცხადებით, Binance-ის ხელმძღვანელობა საერთაშორისო ფინანსურ დანაშაულშია ბრალდებული, ამ მრავალმილიარდიანი სქემის მიღმა კი კომპანიის დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო დგას.

ამერიკული მარეგულირებლის ბრალდებას ჩანგპენგ ჟაო თავად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ Binance-ის გუნდი ბრალდებებს უარყოფს და კრიპტობირჟა ზედმიწევნით იცავს ამერიკულ და საერთაშორისო რეგულაციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები