მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი აგვისტომდე 100 000 დოლარს მიაღწევს –  Standard Chartered

ბიტკოინი

მსხვილი ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის აგვისტომდე ბიტკოინის ფასი 100,000 დოლარს მიაღწევს, ანუ კრიპტოაქტივის საერთო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარი გახდება.

თუკი ეს პროგნოზი გამართლდება, მაშინ ბიტკოინის ღირებულება ამჟამინდელი ნიშნულიდან დაახლოებით 70%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება მომავალ წელს, ანალიტიკოსებს პროგნოზით, 2025 წლისთვის ბიტკოინის ფასი 250,000 დოლარი გახდება და მისი კაპიტალიზაცია $4.5 ტრილიონს მიაღწევს, რაც უფრო მაღალი შეფასება იქნება, ვიდრე დღეს პლანეტაზე არსებული ნებისმიერი კომპანიისა.

პროგნოზის გაკეთებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანალიტიკოსები გლობალურ მონეტარულ პოლიტიკას ანიჭებენ. თუკი ამერიკის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას დაიწყებენ, მაშინ კრიპტობირჟის აღმასვლის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება.

ბიტკოინის გაძვირების მთავარ ფუნდამენტურ მიზეზად, რა თქმა უნდა, უოლ-სტრიტზე ETF-ების დამტკიცება და ჰალვინგი სახელდება, ანუ მოვლენა, რომლის შემდეგაც ბიტკოინის გამომუშავება განახევრდა, ბაზარზე ახალი ბიტკოინის მიწოდება კი შეიზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები