საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები ისევ ეცემა. ამჟამად, ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თითქმის 2%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 90,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.8 ტრილიონის ფარგლებშია.
რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,100 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $374 მილიარდია.
კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რაც გაზრდილი რისკის დონით და FED-ის სამომავლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინების არსებობით არის განპირობებული.




























