მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის ფასი მკვეთრად - $93,000-მდე დაეცა

რა-არის-ბიტკოინი

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 250 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 10%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 96,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.9 ტრილიონის ფარგლებშია. უნდა აღინიშნოს რომ გასულ 24 საათში ბიტკოინის ფასი 93,000-დოლარიან მინიმუმამდე დაეცა.

რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,200 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $384 მილიარდია. 24-საათიანი მინიმუმი კი 3,000 დოლარს შეადგენს.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რაც ბაზარზე "სპეკულაციური ბუშტის" გაჩენის შიშით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები