ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების ფონზე, ბირჟაზე ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს და ერთი მონეტის ღირებულება ამჟამად 99,000 დოლარს აღწევს. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 950 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება 3 ტრილიონ 500 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
ბიტკოინის რეკორდული ზრდის ფონზე, მკვეთრადაა გაზრდილი ეთერიუმის, სოლანას, კარდანოს და სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება.
ბოლო დროის განმავლობაში კრიპტობირჟის აღმასვლა პირდაპირ კავშირშია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან, რომელიც პროკრიპტო პოლიტიკოსია და ამ მიმართულებით დიდ ცვლილებებს აანონსებს.