მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ღირებულება $45,000 გადასცდა

კრიპტო ბიტკოინი

3 იანვარს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი $45 000 ნიშნულს გადასცდა, რაც 2022 წლის აპრილის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გუშინ, ბიტკოინის ფასი 6,43%-ით გაიზარდა. ხოლო 2023 წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან შედარებით, ზრდა 170%-ია. ამ ფაქტმა, ასევე გამოიწვია კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი ზრდა იანვრის პირველივე დღეებში.

ბაზრის ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ბიტკოინის ETF-ის დამტკიცებამ მის ფასზე მოკლევადიან პერიოდში. პიონერმა კრიპროვალუტამ მნიშვნელოვანი აღმავალი ტენდენცია აჩვენა, რაც ახალი წლის შთამბეჭდავი დასაწყისია, თუმცა საერთაშორისო მედიის ცნობით, VanEck-ის მრჩეველი გაბორ გურბაქსი პროგნოზირებს, რომ აღმავალი ტენდენციის შემდეგ, მოსალოდნელია მყისიერი გაუფასურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები