მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coinbase-ის წმინდა მოგება მესამე კვარტალში 66%-ით გაიზარდა

Coinbase

2026 წლის მესამე კვარტალში Coinbase-ის შემოსავალმა $1.20 მილიარდი შეადგინა და LSEG-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $1.233 მილიარდს მცირედით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $433 მილიონის კორექტირებული მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელი 66%-ით გაიზარდა და $719 მილიონს გაუტოლდა. კომპანიის განცხადებით, ერთ აქციაზე მოგება $2.51 იქნება.

როგორც ირკვევა, სან-ფრანცისკოში ბაზირებული პლატფორმის წმინდა მოგების მკვეთრი ზრდა კრიპტოვალუტის საინვესტიციო პორტფელის ღირებულების მატებამ განაპირობა. შეგახსენებთ, ივლისი-სექტემბრის პერიოდში ბიტკოინის ფასი 39%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლებზე დადებითი გავლენა ჰქონდა დივერსიფიკაციასაც. კერძოდ, მესამე კვარტალში Coinbase-მა საქმიანობის არეალის გაზრდაზე მეტი ყურადღება გადაიტანა და აქცენტი ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე, რეალური აქტივების ტოკენიზაციასა და პროგნოზების ბაზრების გაფართოებაზე გააკეთა.

ჯერ კიდევ ივლისში კომპანიის პროდუქტების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, მაქს ბრანზბურგმა CNBC-სთან განაცხადა, რომ პლატფორმა მომხმარებლებს უნივერსალურ ბირჟას შესთავაზებდა. ოქტომბრის დასაწყისში კი ბირჟამ ახალი ინსტრუმენტი, Coinbase for Agents-ი გამოუშვა. ეს სისტემა მომხმარებლებს პორტფელის სამართავად და აქტივებით სავაჭროდ ChatGPT-ის, Muse-ისა და ხელოვნური ინტელექტის სხვა აგენტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ დადებითი ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Coinbase-ის აქციების ფასი 1.07%-ით შემცირდა. ერთი აქცია $160.59-ად შეფასდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები