მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shell-მა $10.8 მილიარდის მოგება მიიღო და აქციების გამოსყიდვა გაზარდა

shell

ენერგოკომპანია Shell-ის მესამე კვარტალის წმინდა მოგებამ $10.81 მილიარდი შეადგინა და ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $10.33 მილიარდს გადააჭარბა.

თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $5.43 მილიარდის მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 2022 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ფინანსური შედეგების გაუმჯობესების ფონზე, ბრიტანულმა გიგანტმა აქციების კვარტალური გამოსყიდვის პროგრამა $3 მილიარდიდან $5 მილიარდამდე გაზარდა.

საყურადღებოა, რომ Shell-ის ბიზნესმიმართულებებმა მოლოდინს ყველა ძირითად სეგმენტში გადააჭარბა. კერძოდ, ინტეგრირებული გაზის მიმართულებამ $3.04 მილიარდის მოგება მიიღო. ნავთობის მოპოვების სეგმენტმა კი ნავარაუდებ $3.10 მილიარდთან შედარებით $3.19 მილიარდი დააფიქსირა. ამასთან, კომპანიის ნავთობგადასამუშავებელი მარჟა ერთ ბარელზე რეკორდულ $42-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $11.6-ს, ხოლო წინა კვარტალში $24-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომმა გლობალური ენერგორესურსების მიწოდება შეაფერხა და ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. შედეგად, თხევად ბუნებრივ აირზე ფასების მატებასთან ერთად, ნედლი ნავთობის დიზელად გარდაქმნის მარჟაც რეკორდულად გაიზარდა და Shell-ის მოგებიანობის ზრდას შეუწყო ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები