მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის მაინინგში ხელოვნური ინტელექტი ჩაერთვება

ai btc

ბიტკოინის ჰალვინგის დასრულების და მაინინგის შედეგად გამომუშავებული ჯილდოს განახევრების შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა მაინერი ერთ საკითხზე ფიქრობს – ეფექტიანობის გაზრდაზე.

ვინაიდან, ბიტკოინის თითოეულ ბლოკზე მისაღები ჯილდო განახევრებულია, ახლა უკვე მაინერებს საოპერაციო მოგების გასაზრდელად ერთადერთი გზა აქვთ დარჩენილი, რომელიც ხარჯების შემცირებაზე და კომპიუტერული სიმძლავრის გაზრდაზე გადის. რაღაც ეტაპის შემდეგ ხარჯების შემცირება შეუძლებელია, რადგან უფასო ელექტროენერგია დედამიწაზე ფაქტობრივად არ არსებობს, კომპიუტერული სიმძლავრის გაზრდა კი დიდ ინვესტიციასთანაა დაკავშირებული, რომლის საშუალება ყველას ნამდვილად არ აქვს.

როგორც ჩანს, ამჟამად კრიპომაინინგით დაკავებული მსხვილი კომპანიები აქტიურად მუშაობენ საოპერაციო სისტემაში ხელოვნურ ინტელექტის ჩაშენებაზე და AI-ს დახმარებით ეფექტიანობის გაზრდაზე. მოგეხსენებათ, ბიტკოინს მაინინგი რთული კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური ამოცანების ამოხსნასთანაა დაკავშირებული, ამ პროცესის ოპტიმიზაციის უნარი კი ხელოვნურ ინტელექტს ნამდვილად შესწევს, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს კონკრეტული ბლოკის დამუშავების პროცესში მაინერის წარმატების შანსი და მას თავიდან აარიდოს ენერგიის ხარჯი.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტის მაინინგში ჩართვა ჯერაც ადრეული პრაქტიკაა და რამდენად გამართლებული იქნება ის, ამის თქმა ჯერ ნაადრევია.