მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესი იზრდება – Goldman Sachs

btc

მსხვილი ამერიკული ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკური დეპარტამენტის შეფასებით, ბიტკოინის მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოაქტივში ინვესტირება სულ უფრო მეტ კომპანიას, ბანკს და ჰეჯ-ფონდს სურს.

მართალია, ამ ეტაპზე მოთხოვნას, ძირითადად, საცალო ინვესტორები და ინდივიდუალური ტრეიდერები განაპირობებენ, თუმცა ინსტიტუციური კუთხით წინა წლებთან შედარებით დრამატული ზრდა ფიქსირდება.

როგორც Goldman Sachs-ში აღნიშნავენ, მოთხოვნას უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე ბიტკოინის ETF-ების გამოჩენა განაპირობებს, რომელმაც კრიპტოინდუსტრიას საერთაშორისო აღიარება და ლეგიტიმაცია მოუტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები