უოლ-სტრიტის გიგანტმა, Goldman Sachs-მა, მარეგულირებელს ახალი საბირჟო ფონდის, ანუ ETF-ის შექმნის განაცხადით მიმართა. პროექტი, სახელწოდებით Goldman Sachs Bitcoin Premium ETF, ინვესტორებისთვის შემოსავლის გენერირებას ბიტკოინის ფასზე მიბმული ოფციონების გაყიდვის გზით შეძლებს.
საინვესტიციო გეგმის მიხედვით, ფონდი საკუთარი აქტივების მინიმუმ 80%-ს ბიტკოინთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებში განათავსებს.
ეს მოიცავს როგორც ბიტკოინის საბაზრო ფასზე მიბმულ სხვა ფონდებს, ისე მათზე დაფუძნებულ დერივატივებს. შემოსავლის ძირითად წყაროს ოფციონების გაყიდვიდან მიღებული პრემიები უზრუნველყოფს, რასაც ინვესტორები ბიტკოინზე ლევერიჯირებული წვდომის მისაღებად იხდიან.
Goldman-ის განცხადებით, ეს ETF მოკლევადიანი სავაჭრო ინსტრუმენტი იქნება, რომელსაც, წესით, ტრეიდერები აქტიურად გამოიყენებენ.




























