მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინით გამდიდრებული მილიონერების რაოდენობა 17,000-მდე გაიზარდა

ბიტკოინმილიონერები

კრიპტოაქტივების გაძვირების და ბირჟაზე რეკორდული ფასების დაფიქსირების ფონზე, ყოველდღიურად იზრდება ბიტკოინითა და სხვა აქტივებით გამდიდრებული ინვესტორების რაოდენობა. როგორც ჩანს, მიმდინარე წელს ბიტკოინით გამდიდრებული მილიონერების რაოდენობამ 17,000-ს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ზემოხსენებული 17,000 ინვესტორიდან 14,000 მილიონერი სწორედ წელს გახდა, რაც ბიტკოინის აღმასვლასთანაა დაკავშირებული.

თუკი სტატისტიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ბიტკოინში განხორციელებული 4,000-დოლარიანი ინვესტიციით მილიონერის სტატუსის მისაღწევად საშუალოდ 10 წელიწადია საჭირო, რაც 25,000%-იან ზრდას წარმოადგენს. შედარებისთვის, საფონდო ბირჟა იმავე პერიოდში 25-ჯერ ნაკლები შედეგის დაფიქსირებას ახერხებს. უფრო მეტიც, ბიტკოინზე უკეთესი შედეგი, ისტორიულად, არცერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ აქვს და ამ მაჩვენებლით კრიპტოაქტივი უკონკურენტოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები