მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინში განხორციელებული ინვესტიციით MicroStrategy-მ $4 მილიარდის მოგება მიიღო

MicroStrategy

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია MicroStrategy-მ ბიტკოინში განხორციელებული ინვესტიციით დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.

საერთო ჯამში, კომპანია 190,000-მდე ბიტკოინს ფლობს, რაშიც თითქმის 6 მილიარდი დოლარია გადახდილი, ანუ ერთი ბიტკოინის შესყიდვის საშუალო ფასი 31,500 დოლარს შეადგენს.

მიმდინარე კვირას ბიტკოინის ფასმა 53,000-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, ანუ MicroStrategy-ს საინვესტიციო პორტფელის მოცულობამ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით იმატა, რაც 67%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

მართალია, ეს არ არის რეალიზებული მოგება, ანუ კომპანიას ბიტკოინის პოზიციები არ დაუხურავს და მოგებული თანხა არ გაუნაღდებია, თუმცა ფაქტია, რომ MicroStrategy-ს ფსონი გამართლდა და კომპანიამ კრიპტოაქტივში განხორციელებული სარისკო ინვესტიციით დიდი სარგებელი მიიღო.

MicroStrategy ამჟამად კრიპტოაქტივების უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის დამფუძნებლის, მაიკლ სეილორის განცხადებით, ბიტკოინი საუკუნის საუკეთესო საინვესტიციო აქტივია და ყველა საღად მოაზროვნე კომპანიის ლიდერმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ პორტფელში ბიტკოინი დაამატოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები