კრიპტომაინინგ მოწყობილობების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიამ, Bitmain-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარხნის გახსნა გადაწყვიტა.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, 2026 წლის დასაწყისში ტეხასის შტატში ახალი საწარმო გაიხსნება, სადაც Bitmain-ის უახლესი თაობის მაინერები აეწყობა. თავად ქარხანაში 250-მდე ადგილობრივი თანამშრომლის დასაქმებაა პროგნოზირებული.
ამერიკის ბაზარზე შესვლით კომპანიას ქვეყანაში პოზიციების გამყარება და კრიპტო Data-ცენტრებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება სურს, რადგან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია ამერიკაში იქნეს წარმოებული, Bitmain-ის სტრატეგიული გადაწყვეტილება კი ამ მოცემულობასთანაა დაკავშირებული.




























