მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BITNET: „მიმდინარე წელს ციფრული ვალუტით შეძენილი ბინების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა“

ციფრული ვალუტა

ციფრული ვალუტით უძრავი ქონების გაყიდის მაჩვენებლები მიმდინარე წელს გასული წელთან შედარებით 200%-ით გაიზარდა. როგორც კომპანია „ბიტნეტის“ თანადამფუძნებელმა თინა კვინტრაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, საუბარია დაახლოებით 100-მდე ბინაზე. ძირითადად კი კრიპტოვალუტით ბინების შეძენის მოთხოვნა ბათუმსა და გუდაურშია.

„დრო და დრო უფრო აქტუალური ხდება ციფრული ვალუტების გამოყენება როგორც გადახდის საშუალება. სხვადასხვა სახელმწიფოები არეგულირებენ იმ ბიზნესებს, რომლებიც ციფრულ ვალუტებს გამოიყენებენ, შესაბამისად მოთხოვნა უფრო იზრდება უძრავი ქონების ციფრული ვალუტით შეძენაზე. მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე ბევრი უძრავი ქონების კომპანია თვითონ გვიკავშირდება, არაერთთან ვთანამშრომლობთ საქართველოში, რომლებიც აგზავნიან მომხმარებლებს ჩვენს პლატფორმაზე.

ჩვენნაირი კომპანიები არა მარტო აქ, არამედ მსოფლიოში, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ კომპანიებს. რეალურად ჩვენი მეშვეობით ხდება ციფრული ვალუტის გადაყვანა ჩვეულებრივ ვალუტაში და საბოლოოდ დეველოპერი თანხას იღებს ეროვნულ ვალუტაში. რაც დრო გადის უფრო მეტი სამშენებლო კომპანია გვიკავშირდება. ტრენდი ნამდვილად ზრდისკენ არის, ამ წელიწადში 200%-ით გაიზარდა ციფრული ვალუტით შეძენილი ბინების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით. ძირითადი მოთხოვნა საკურორტო ქალაქებიდან არის.

მე როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენელი მივესალმები რეგულაციას, რადგან ეს გაზრდის სანდოობას როგორც მომხმარებლების ისე ინვესტორების მხრიდან, ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდება ციფრული ვალუტით ტრანზაქციები, ბლოქჩეინზე აისახება გადახდები და ეკონომიკისთვისაც ძალიან დადებითია. ეს არის მომავალი და ამ პროცესებს ბევრი საინტერესო განვითარება მოჰყვება.“ - განაცხადა კვინტრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები