საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ 2023 წლის ბიუჯეტი ძალიან კარგად შესრულდა, თან ისე, რომ არ გაზრდილა არც სახელმწიფო ვალი და არც ბიუჯეტის დეფიციტი.
პაატა კვიჟინაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კომიტეტზე ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
"ბიუჯეტი გაიზარდა ძალიან დიდი რაოდენობით, ყველა მიმართულებით. ეს არის სოციალური, ინფრასტრუქტურული, ეს არის ეკონომიკის განვითარების. ყველა ეს მიმართულება შესრულდა. შესრულდა თან ისე, რომ არ გაზრდილა არც სახელმწიფო ვალი, არც ბიუჯეტის დეფიციტი და გაიზარდა მხოლოდ ხელფასები, პენსიები და ა.შ. ამიტომ, ჩემი აზრით, ბიუჯეტი კარგად არის შესრულებული. რაღაც მიზეზი კი, ყოველთვის შეიძლება იყოს. რაზეც, ამომწურავი პასუხები გაეცა", - თქვა კვიჟინაძემ.