მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტიდან აუდიტის დაფინანსება მუდმივად იზრდება, რათა შეინარჩუნოს და მოიზიდოს კვალიფიციური კადრები -პაატა კვიჟინაძე

649c63f9c5196
BM.GE
28.06.23 21:09
505
„აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელს ბოლო რამდენიმე წელია ზრდის ტენდენცია აქვს, თუმცა მთავარ გამოწვევად მაინც რჩება. აუდიტის ანგარიშების საპარლამენტო განხილვები კი ხელს უწყობს რეკომენდაციების მაქსიმალურ შესრულებას“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პაატა კვიჟინაძემ აუდიტის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, სამსახურის კვალიფიციურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში ევროკავშირის ქვეყნების განსაკუთრებული როლი. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს მიუკერძოებელ და პროფესიულ დასკვნებს. რაც მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების კუთხით.

კომიტეტის თავმჯდომარემ მიღწევების გარდა, ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარ გამოწვევებზეც ისაუბრა. როგორიც არის აუდიტის სამსახურის დაფინანსება, პოლიტიკური პარტიების შემოწმების საკითხი და საგადასახადო შემოსავლების აუდიტის განხორციელების მანდატი.

„ბოლო წლებია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუდმივად იზრდება აუდიტის სამსახურის დაფინანსება, რაშიც სამსახურს კომიტეტის მხარდაჭერა ყოველთვის ექნება, რათა შეინარჩუნოს და მოიზიდოს კვალიფიციური კადრები. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგს: ეს ფუნქცია სრულად გადაეცემა - ანტიკორუფციულ ბიუროს, ხოლო საგადასახადო შემოსავლების აუდიტის განხორციელების მანდატთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსა და სამსახურს შორის, “- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

დღეს, სესიაზე სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები