მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე დადებულ ვეტოს?

63f88e7955e31
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.23 15:35
858

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო. "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან ის არც საჭიროა, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული,"- წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რომლის მიხედვით, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლებოდა. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებით, პრეზიდენტის ვეტო სერიოზული პოლიტიკური აქტია და თუ ხელისუფლება ვეტოს დაძლევას მოისურვებს, საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ უნდა დაასაბუთოს, რატომაა საჭირო აღნიშნული ცვლილებები. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას ისაუბრა.

დაიძლევა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მიერ ახალ კანონზე დადებული ვეტო - ამ კითხვით BM.GE-მ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს პაატა კვიჟინაძეს მიმართა. ის არ თვლის, პრეზიდენტის ვეტო ახლავეა დასაძლევი, თუმცა ვერც იმას ამბობს ზუსტად, დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და ჩვენს ვერსიას შორის რაიმე პრინციპული სხვაობა არ არის. პრეზიდენტი მოგვყვება, მაგრამ ჩვენ უფრო ფართოდ გვქონდა გაწერილი, მას კი კონკრეტულ ერთ ნაწილზე ჰქონდა მითითებები.

ვეტოსთან დაკავშირებულ საკითხებს რაც შეეხება არ მაქვს უფლებამოსილება რაიმე ვთქვა, ეს საკითხი უნდა განიხილოს კანონპროექტის ინიციატორებთან, გუნდთან, იურიდიულად უნდა იქნას ნანახი როგორი მდგომარეობაა, არ ვთვლი, რომ ახლავე დასაძლევია ვეტო... შეიძლება დარჩეს...“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

მან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზეც ისაუბრა. 

"პარლამენტში ყველა დაგვეთანხმა, რომ ეს კანონი მისაღები იყო. ამაში პრაქტიკულად პრეზიდენტიც დაგვეთანხმა, როდესაც მოტივირებული შენიშვნები მან დატოვა ერთი პუნქტი 15 მუხლის მეორე პუნქტი და დანარჩენი გააუქმა. ის თვლის, რომ ეს კანონი მისაღები იყო, რომ ბუნდოვანება არ ყოფილიყო ეროვნულ ბანკში.

რა განსხვავებაა ჩვენსა და სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტებს შორის? ჩვენ კანონპროექტში ის მოდელი გადმოვიტანეთ, რომელიც პარლამეტში, ჩვენს კომიტეტებში, აუდიტის სამსახურშია და ა.შ. არის პირველი პირი, რომელსაც ჰყავს პირველი პირი და შემდგომ მოადგილეები. ჩვენ ეს გადმოვიტანეთ ასე. ქალბატონმა პრეზიდენტმა ამოაგდო პირველი მოადგილე და დატოვა ის, რომ თუ პრეზიდენტი არ იქნებოდა, საბჭომ ერთ-ერთ მოადგილეს მისი მოვალეობის შესრულება დაავალოს, ეს არის სხვაობა“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები