“რამდენი ადამიანი გვლანძღავდა, რუსეთიდან საწვავი რატომ შემოგაქვთო. ბიზნესის კანონებიდან გამომდინარე, სადაც ნახავს იაფს, იყიდის იქ”, - ამის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარემ BMG-სთან განაცხადა. ვახტანგ იობაშვილის თქმით, საქართველომ რუსეთის ბაზარი გამოიყენა.
“ ჩვენ რუსეთის იაფი ბაზარი გამოვიყენეთ. ზოგადად, ბიზნესი ასეთია: უნდა აიღოს ის, რაც იაფია”, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთის მორიგი არასაიმედო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნავთობიმპორტიორები რუსულ ბაზარზე ბოლომდე დამოკიდებულები აღარ იქნებიან.
“თუ ისევ მივიღებთ იაფ საწვავს რუსეთიდან, უფრო გათვლებით, უფრო ჭკვიანურად, რა თქმა უნდა, გავაბათილებთ. უფრო ჭკვიანურ ნაბიჯებს გადავდგამთ. გვექნება რუსულიც და ევროპულიც. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბოლომდე 100%-ით რუსეთზე არავინ იქნება დამოკიდებული”, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.