მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი ევროკავშირის ქვეყნებში ლოგისტიკური ცენტრების შექმნას ითხოვს

5f15b2acb09d0
ელენე გოგბერაშვილი
20.07.20 23:35
1791
დღეს ევროპასთან იტეგრაციის კომიტეტში თემატური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმ იდენტიფიცირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესი ევროკავშირის ბაზარზე გასვლის დროს აწყდება. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის ქვეყნებში შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრების შექმნა იყო იმისთვის, რომ ქართულმა ბიზნესმა 500 მილიონიან ბაზარს პროდუქცია დროულად და უწყვეტად მიაწოდოს.

„მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ჰაბები და პირდაპირი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს უნდა იყოს არა სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებებით, არამედ ვიმსჯელეთ როგორ შეიძლება იყოს შავი ზღვის პოტენციალი ათვისებული და ევროკავშირის ქვეყნებთან შექმნილი იყოს ჰაბები, რომ უწყვეტი მიწოდების ციკლი იქნას შექმნილი. ეს პრობლემა წამოსულია კერძო სექტორისგან, რაც დამატებით საჭიროებს დამუშავებას, მაგრამ მზადყოფნაა კონსტრუქციული დიალოგისთვის“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, დავით სონღულაშვილი.

საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება კონსულტაციებში, რათა ქართულმა ბიზნესმა უწყვეტად მოახდინოს პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.

„ჩვენ ვიმსჯელეთ და სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება კონსულტაციებში კერძო სექტორთან ლოჯისტიკური ჰაბების შექმნასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიზნობრივ ბაზრებზე, რაც არის ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქციის უწყვეტი მიწოდებისთვის. ასევე არსებობს პროდუქციის ერთგვაროვნების პრობლემა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ კოოპერტივების პროგრამის მეშვეობით ვცდილობთ, დავეხმაროთ კერძო სექტორს, რადგან რაოდენობრივად უწყვეტი მიწოდება არის ერთ-ერთი გამოწვევა და კოოპერატივების პროგრამა ამას პასუხობს“, - აცხადებს გენადი არველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები