მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი ინფრასტრუქტურის სამინისტროში „დავების განხილვის საბჭოს“ შექმნის იდეით გამოდის

სასამართლო

ბიზნესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში „დავების განხილვის საბჭოს“ შექმნის იდეით გამოდის.

ინიციატივა  „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ინვესტორთა საბჭოს 20-ე სხდომაზე წამოიჭრა,  სადაც ფინანსთა სამინისტროს ფარგლებში მოქმედი „დავების განხილვის საბჭოს“ ფუნქციონირებაზე იმსჯელეს.

სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა ინვესტორთა საბჭოს წევრებს სთხოვა, წარმოადგინონ ინფორმაციები  პრობლემებსა და იმ პრაქტიკულ შემთხვევებზე, რაც მათ შეშფოთებას იწვევს. 

სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ  „დავების განხილვის საბჭო“ ეფექტიანად ფუნქციონირებს, თუმცა ის არ ანაცვლებს სასამართლო სისტემას, არამედ შეაქვს წვლილი საკითხების სწრაფად გადაჭრაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები