მეღვინეობა საქართველოში ხშირად ოჯახური ტრადიციით იწყება, თუმცა ბიზნესად ქცევა სრულიად სხვა ძალისხმევას, ცოდნასა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას მოითხოვს. რვა წლის წინ, გურიაში, ნოდარ ჩხარტიშვილმა და თათია გოგიბერიძემ ღვინის დაყენება მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის დაიწყეს. ერთმა პატარა მარანმა მალევე მიიქცია ადგილობრივი ფესტივალების ყურადღება. დღეს „ნოდოს მეღვინეობა“ წელიწადში დაახლოებით 4000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ლოკაციას წარმოადგენს.
სტუმარი: თათია გოგიბერიძე - “ნოდოს ღვინოს” თანადამფუძნებელი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























