მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო, მეთხუთმეტე სეზონი იწყება

63625cc00cf17
BM.GE
02.11.22 16:01
513
1ელ ნოემბერს სასტუმრო „ვინდჰამ გრანდმა“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის პრეზენტაციას უმასპინძლა. საიუბილეო სეზონში მონაწილეობას 28 გუნდი მიიღებს. ლიგის რეიტინგის მიხედვით, რომელიც ჩემპიონატში გატარებული სეზონების და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით არის შედგენილი, გუნდები სხვადასხვა ჯგუფებში არიან განაწილებული.

რეიტინგის მიხედვით პირველი 9 გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს. პლეი-ოფში საუკეთესო 8 გუნდი გადავა, სადაც გამარჯვებულები სუპერლიგის ნახევარფინალში კვალიფიცირდებიან, დამარცხებულები კი ოქროს ლიგის მოსაგებად იბრძოლებენ.

რეიტინგში მომდევნო 9 გუნდი B ჯგუფში ითამაშებს. ანალოგიური სისტემით, მეოთხედფინალში გამარჯვებულები ვერცხლის ლიგის პრიზიორობას შეეცდებიან, წყვილში დამარცხებულები კი ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონობისთვის შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

6 გუნდია საკვალიფიკაციო ლიგაში, სადაც დებიუტანტები და შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე გუნდები იყრიან თავს. ერთი წრის შემდგომ ისინი A და B ჯგუფის მეცხრეადგილოსნებთან ერთად პლეიოფს ითამაშებენ.

წელსაც შედგება გრანდ ლიგა. 35+ ასაკობრივი კატეგორიის ტურნირში 4 გუნდი გამოვა და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

წილისყრის შედეგად გუნდებს პირობითი ნომრები მიენიჭათ და შედეგად პირველი ტურის წყვილები ასე გამოიყურება:

A ჯგუფი:

• კროკობეთი vs ჯორჯიან მანგანეზი;
• ნიკორა vs პატრული;
• არმია vs დიპლომატ ჯორჯია;
• საქართველოს ბანკი vs ბეთლაივი;
პირველ ტურს გამოტოვებს ბანკი ქართუ

B ჯგუფი:

• ენერგო-პრო vs ავერსი;
• აზოტი vs საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
• ლიბერთი ბანკი vs NS Studio;
• ფარვანა vs DHL
პირველ ტურს გამოტოვებს მეამა
გრანდ ლიგა:
• ელპოზო vs McGill;
• არმია vs ბაქსვუდი
საკვალიფიკაციო ლიგა:
• მინა vs BMG;
• სანტე vs ჯაოკენი;
• ბაზისბანკი vs უკრაინა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის პირველი ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 6 ნოემბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები