მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ქონებისა და მარაგების დაზღვევა ალდაგში ფიქსირებულ ფასად (R)

639842ed6dd17
BM.GE
13.12.22 13:20
639
სადაზღვევო კომპანია ალდაგში მიკრობიზნესისთვის ახალი პროდუქტი შეიქმნა, რომელიც ბიზნესის კუთვნილი ქონებისა და მარაგების დაზღვევას ფიქსირებულ ფასად გულისხმობს.

ქონებისა და მარაგების დაზღვევა მიკრო ბიზნესკომპანიებს წლიურად 150 ლარიდან შეუძლიათ. ალდაგის ახალი პროდუქტის ფარგლებში, ბიზნესის კუთვნილი ქონება და მარაგები დაზღვეული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება, საჰაერო ტრანსპორტის ჩამოვარდნა, ავტოტრანსპორტის შეჯახება, წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა, სტიქიური მოვლენები, ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა.

„მოხარული ვართ, რომ უშუალოდ მიკრო ბიზნესისთვის გვაქვს მათ საჭიროებებზე მორგებული პოლისები, რომლებითაც ისინი შეძლებენ, ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიონ ქონება და მარაგები სხვადასხვა გავრცელებული რისკისგან და უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური მდგრადობა. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად მოქნილი პირობებით ვეთანამშრომლოთ მიკრო და მცირე ზომის კომპანიებს, რომელთა მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია,”- აცხადებენ ალდაგში.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ქმნის დაზღვევის კულტურას საქართველოში და მომხმარებლებს კორპორაციულ და საცალო ქონების რისკების დაზღვევასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები