მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რატომ უწევს ე.წ ტაბელის შევსება - ეისითი

636659d592148
მარიამ ვარადაშვილი
05.11.22 22:00
544
“ეისითის" უფროსი კონსულტანტი ნესტან გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მათ მიერ მომზადებულმა „შრომის უფლებებისა და პირობების შესახებ" შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე რეგულირების გავლენის შეფასებამ აჩვენა, რომ ბიზნესისთვის ე.წ ტაბელების წარმოება პრობლემურია.

საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელმა “ანალიტიკაში" თქვა, რომ ხშირად ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია რატომ უწევთ ამ რეგულაციის შესრულება.

“შრომის კოდექსში განხორციელებული ყველა ცვლილება არ შეგვისწავლია. 2020 წელს კოდექსში ბევრი ცვლილება შევიდა და აქედან მხოლოდ ხუთი საკითხი შევისწავლეთ, რომლებიც ეხებოდა შრომით ხელშეკრულებას, შრომით პირობებს, ასევე, ე.წ ტაბელებს, რაც ბიზნესისთვის აქტუალური საკითხია. კონსულტაციის პროცესმა აჩვენა, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხიდან, რაზეც ბიზნესმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო რატომ იყო ეს ცვლილება საჭირო ერთ-ერთი ტაბელებია. ამან ბიზნეს არასაჭირო ადმინისტრაციული ტვირთი დააკისრა. ტაბელების გარდა, ბიზნესს კითხვები ჰქონდა სტაჟირების საკითხზე. ამ ორ საკითხზე ბიზნესი ფიქრობდა, რომ ევროდირექტივა ამ რეგულაციის შესრულებას არ ითხოვდა და არც ისეთი მნიშვნელობისაა, რომ მის გარეშე დასაქმებულის უფლება დაირღვეს”, - განაცხადა მან.

1 მარტიდან ძალაში შევიდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი შემუშავების წესის შესახებ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, თანამშრომელთა აღრიცხვა მოახდინონ სამინისტროს ე.წ. „ტაბელების“ შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები