მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზეზით შეიძლება ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი საქართველომ? - მოსახლეობის გამოკითხვა

სტატ

კვლევითმა კომპანიამ - „ეისითი“ საქართველოში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე, რა მიზეზით შეიძლება ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი საქართველომ? მოსახლეობის მიერ დასახელებული მიზეზების სამეული ასე გამოიყურებოდა:

ადამიანის უფლებების დარღვევა (27%);

რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მიმართ არამკაფიო პოზიცია (26%);

პრობლემები სასამართლო სისტემაში (26%);

"ეისითი"-ს მიერ გასულ წელს (2022 წლის ივნისი) ჩატარებული კვლევის თანახმად ქვეყნის მოსახლეობის 90%-სთვის ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საქართველოს განვითარებულ მომავალს.

წევრობა გამოკითხული მოქალაქეებისთვის ასოცირდებოდა რუსეთის სამხედრო აგრესიისგან დაცვის საშუალებად (66%), ყოველი 10 მოქალაქიდან 8-ს მიაჩნდა, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება რუსეთისთვის გაგზავნილი მკაფიო სიგნალი, რომ საქართველოს დასავლური კურსი აქვს.

ამიტომაც გასული წლის შედეგები ემთხვევა წლევანდელი კვლევის ძირითად მონაცემს და ავლენს ქართველი ხალხის ურყევ ნებას - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. 2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ყოველი მეორე მოქალაქე ელოდა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას მოსახლეობის 83% მნიშვნელოვან მოვლენად აფასებდა და თვლიდა, რომ საქართველო ისე როგორც არასდროს ახლოს არის ევროკავშირის წევრობასთან. მოქალაქეები მიიჩნევდნენ რომ თუ საქართველო უახლოეს მომავალში არ მიიღებს წევრობის კანდიდატის სტატუსს მას ასეთი შანსი დიდხანს აღარ ექნება.

„ეისითი“-მ მოსახლეობის გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის 20-31 ოქტომბერს ჩაატარა. სატელეფონო კვლევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18-65 წლის, 809 რესპონდენტი, შერჩევის ჯამური ცდომილება 3,5% შეადგენს.

ცნობისთვის: ევროკომისიამ დღეს რეკომენდაცია გასცა, საქართველო EU-ს წევრობის კანდიდატი გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები