მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 10-დან მხოლოდ 4 მოქალაქე ელის წელს კანდიდატის სტატუსს - რა განწყობებია რეგიონში?

სსს

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი კი - 45% ფიქრობს, რომ ქვეყანა მიმდინარე წელს მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის შესახებ „ეისითი“-ს კვლევაში წერია, რომელიც 2023 წლის 20-31 ოქტომბერს ჩატარდა.

დოკუმენტის მიხედვით, ოპტიმისტურად არიან განწყობილი რეგიონებში, რადგან 47% ვარაუდობს, რომ წელს აღნიშნულ სტატუს ქვეყანა მიიღებს.

შედარებით ნაკლებია მოლოდინი დედაქალაქში - ყოველი 10 გამოკითხულიდან მხოლოდ 4 მოქალაქე ელის წელს კანდიდატის წევრობის სტატუსს.

ამასთან, კვლევის თანახმად 10-დან 9 საქართველოს მოქალაქეს (87%) სურს რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კვლევის თანახმად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილი თბილისში მაცხოვრებელთა 92% აქვს, ხოლო რეგიონებში 85%-ს.

მოსახლეობის გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის 20-31 ოქტომბერს ჩატარდა, სატელეფონო კვლევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18-65 წლის, 809 რესპონდენტი, შერჩევის ჯამური ცდომილება შეადგენს 3,5%.

ცნობისთვის: ევროკომისიამ დღეს რეკომენდაცია გასცა, საქართველო EU-ს წევრობის კანდიდატი გახდეს.

რა მიზეზით შეიძლება ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი საქართველომ? - მოსახლეობის გამოკითხვა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები