მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესმა განათლების რეფორმის განხორციელებაში ჩართვის მზაობა გამოთქვა - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

„ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ დღეს ბიზნესმა გამოხატა მზაობა განათლების რეფორმის განხორციელებაში ჩართვის შესახებ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

ცნობისთვის, პრემიერმა და განათლების მინისტრმა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს განათლების რეფორმა წარუდგინეს.

„მთელი ამ კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი სწორედ ის არის, რომ სასწავლო პროცესის კონტექსტში კვლევაზე დაფუძნებული საქმიანობა უნდა, რაც მიმართულია პირველ რიგში ბაზრის კვლევიდან გამომდინარე საჭიროებაზე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვერგოთ ბაზრის საჭიროებებს, იმ გამოხმაურებას, რომელიც ბაზრის დინამიკიდან, განვითარებიდან გამომდინარე არის და რა თქმა უნდა, ეს რეფორმაც, თავისი უმაღლესი სასწავლებლების განვითარების და სასწავლო პროცესის განვითარების თვალსაზრისით, უნდა პასუხობდეს ამ მოთხოვნას, ისევე როგორც პროფესიული სასწავლებლები, რომელთა გაძლიერებაც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ცალკე საკითხი, ეს არის მთლიანად იმ პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ბაზარზე საჭირო პროფესიებით შესაბამისი ადამიანების ცოდნის მიცემას და ამ კომპეტენციების აღჭურვას“, - განაცხადა მიქანაძემ.

განათლების მინისტრი ბიზნესთან შეხვედრას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ განათლების რეფორმირება ბიზნესისთვის აქტუალური საკითხია.

ბიზნეს სექტორის მხრიდან წარმოდგენილი კონცეფციის დებულებები ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული და გამოითქვა არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ მზაობა იმისა, რომ ბიზნესი აქტიურად ჩაერთოს ამ კონცეფციის განხორციელებაში.

ბიზნესისთვის განათლების სისტემის რეფორმირება აქტუალურია, რამეთუ ჰყავდეს ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი მოქალაქეების სახით ის პროფესიონალი მუშახელი, რომელიც სჭირდება ამ ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ამ პროცესისთვის კვლევების განხორციელებაში ბიზნესის ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ პროცესების განხორციელება ერთობლივი ძალისხმევით დაიწყება.

გამოითქვა განსაკუთრებული საჭიროება ტექნიკური პროფესიების მიმართულებით, ეს იქნება ტრანსპორტირება, ლოგისტიკა, მშენებლობა თუ სხვადასხვა მიმართულებები, რაზეც, რა თქმა უნდა, ეს კონცეფცია არის ცალსახა პასუხი. ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს ისიც, რომ 1000 სპეკულაცია ვრცელდება ამ დოკუმენტთან მიმართებით, მას შემდეგ, რაც ის პრემიერმა წარადგინა. მათ მოისმინეს და მიიღეს ამომწურავი პასუხი. მათთვის ნათელია, რომ ის გეგმა, რომელიც ამ კონცეფციით არის წარმოდგენილი, არის გამოხმაურება იმ საჭიროებებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა განათლების რეფორმირების თვალსაზრისით დგას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები