"ბიზნესმა უნდა აკეთოს ბიზნესი და არა სახელმწიფომ," - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რესტორატორმა გია მორდეხაშვილმა განაცხადა.
მისი მოსაზრებით, ბიზნესს გაცილებით მეტი თავისუფლება სჭირდება.
„არსად არ არის ბიზნესის კეთება მარტივი, მათ შორის საქართველოშიც არის ამ მიმართულებით ბევრი დადებითი, მაგრამ არის ბევრი უარყოფითიც. ყოველთვის უნდა ეცადო, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომ ეს გარემო თვითონვე გააუმჯობესო. თუ რამე არასწორად არის ეს გაასწორო - ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკაში წასვლის ალბათ ესეც იყო.
ბიზნესგარემოს ქართული დადებითია რომ შედარებით დაბალი საგადასახადო სისტემაა, შედარებით თავისუფალი გარემო, მაგრამ სუსტი წერტილია რომ დიდია სახელმწიფოს როლი განსაკუთრებით ბოლო ხანში - ბიზნესს გაცილებით მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს და მეტი შესაძლებლობები რომ ბიზნესმენებმა აკეთონ ბიზნესი და არა სახელმწიფომ.
არ უნდა არსებობდეს მონოპოლიები ან მათი სწორი რეგულაცია უნდა მოხდეს, რომ საშუალო ბიზნესი განვითარდეს", - განაცხადა გია მორდეხაშვილმა.
ცნობისთვის: გია მორდეხაშვილი „Kusa Food Balls" -ის მფლობელია. ეს ახალი ქართული ბრენდი, ბაზარზე მალე გამოჩნდება და მომხმარებელს სხვადასხვა ქართული გემოს ბურთულებს შესთავაზებს. Kusa Food Balls“-ი ამჟამად რვა ადამიანს ასაქმებს.