კომპანია FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ბიზნესმა უნდა იმოქმედოს შეთანხმებულად. მისივე თქმით, შესაძლო საპასუხო ქმედებები უნდა იყოს კანონიერი და ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს დამატებითი მიზეზი მოდავებისთვის.
„ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ მათ [ხელისუფლებას] არანაირი მიზეზი არ სჭირდება, რომ რაღაც დაგვიშავონ. თუ გადასახადებს არ გადაიხდი, ამით მიზეზს აძლევ, რომ შემოვიდეს, შეგამოწმოს, დაგაყადაღოს... ამიტომ, ამას ერთობლივი სახე უნდა ჰქონდეს. შეთანხმებული სახე.
ახლა, ის ბიზნესები, რომლებიც ჩუმად არიან და ფიქრობენ, რომ საქმიანობას რუსეთშიც გავაგრძელებთო, ვეტყვი, რომ ვერ გააგრძელებთ, ვინაიდან ამ ქვეყნის ყველა მოაზროვნე ნაწილი დგას იმ აქციებზე, რომლებიც იძულებული იქნებიან, რომ დატოვონ ქვეყანა. ჩვენ უნდა მოგვეცეს ჩვენს ქვეყანაში ჩვენი საქმის კეთების საშუალება. ეს არის აუცილებელი. ამგვარად, რადგან ბიზნესს აქვს ძალიან დიდი ბერკეტი, უნდა იყოს შეთანხმებული და ერთობლივი მოქმედებით გავალთ ფონს“, - ამბობს ნათია სხვიტარიძე.