მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენ გიორგი სვანიძის კომპანიამ ბობოყვათში 20 ჰექტარის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 27 მილიონად შეიძინა

6425515c36a47
BM.GE
30.03.23 13:26
4861
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ BMG-ისთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის გზით, ყველაზე ძვირად ღირებული ქონება 26.7 მილიონ ლარად გაასხვისა.

საუბარია ბობოყვათში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე 199,441 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე, რომელიც გასულ წელს კომპანია შპს “შავი ზღვის სამოთხე 1“-მა 26,695,736 ლარად შეიძინა. შესაბამისად, ერთი კვადრატულის სარეალიზაციო ფასი 133.9 ლარს შეადგენდა. 

საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, კომპანიამ 84 თვის განმავლობაში უშუალოდ ან მესამე მხარის დახმარებით, ადგილზე არანაკლებ 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. კომპანიამ საპრივატიზაციო თანხა 2023 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დაფაროს.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია “შავი ზღვის სამოთხე 1“-ის პარტნიორთა სიაშია ბიზნესმენი გიორგი სვანიძე, რომელიც საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს თავმჯდომარეა.

კომპანიის მფლობელთა სია ასე ნაწილდება:

• გიორგი სვანიძე - 35%;
• მანანა სირაძე - 35%;
• დავით თოფურიძე - 15%;
• ალხუნაიზი ტაისიერ ბაქირ ჰ, არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე - 15%.

კომპანია 2022 წლის ივლისში არის დაფუძნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები