მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის და "თანაინვესტირების ფონდის" "ჰანიველ ცემენტი" კასპში ქარხნის გაფართოებას გეგმავს

ჰანიველ ცემენტი

კომპანია ქართული ცემენტი, რომელიც "ჰანიველ ცემენტის" ბრენდით აწრამოებს ცემენტს და ბეტონს, კასპში მდებარე ქარხნის გაფართოებას გეგმავს - კომპანიამ ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შესაბამისი პროექტი და გზშ ანგარიში უკვე წარუდგინა. თანხმობის მიღების შემდეგ კომპანიას კლინკერის (ცემენტის ძირითადი ნედლეულის) საწარმოო ხაზის გაფართოება შეეძლება.

გზშ-ის (გარემოზე ზემოქმედების შეფასების) ანგარიშის მიხედვით, ახალი ტექნოლოგიური ხაზის ექსპლუატაციაში შესვლა კლინკერის წარმოებას დღეში 1200 ტონით, ხოლო წელიწადში 378,000 ტონით გაზრდის. ჯამური წლიური წარმადობა რეკორდულ ნიშნულს – 1,863,000 ტონას მიაღწევს.

პროექტის ავტორების განმარტებით, ეს ცვლილება აუცილებელია ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დღეისათვის საქართველო კვლავ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კლინკერის იმპორტზე მეზობელი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, თურქეთი), ახალი ხაზი კი ამ დამოკიდებულებას საგრძნობლად შეამცირებს.

კომპანია ქარხნის გაფართოების სამშენებლო ეპატზე 300 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

კომპანიის განმარტების თანახმად, ახალი საწარმოო ხაზისთვის ძირითადი საწვავი იქნება ქვანახშირი. ამჟამად "ჰანიველ ცემენტის" ქარხანა წლიურად 158,600 ტონა ქვანახშირს მოიხმარს. გარდა ქვანახშირისა კომპანია საწამოო ხაზში ასევე იყენებს მეორად საბურავებს და ბუნებრივ აირს.

წარმოდგენილი გზშ-ის ანგარიშის თანახმად, გათვალისწინებულია ჰაერის დაბინძურების პრევენციის მექანიზმები. ექსპლუატაციის პროცესში შეიქმნება 21 ახალი გაფრქვევის წერტილი, რომლებიც აღიჭურვება ფილტრაციის სისტემებით მტვრის ემისიის შესამცირებლად. წყალმომარაგება განხორციელდება მდინარე მტკვრიდან, თუმცა საწარმოო ციკლი იქნება ჩაკეტილი (ცირკულაციური), რაც ზედაპირულ წყლებში ჩაღვრას გამორიცხავს.

"ქართული ცემენტის" ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 2024 წელს 659 მილიონ ლარს შეადგენდა, უფრო დეტალურად კომპანიის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • მთლიანი შემოსავალი: 659 მილიონი ლარი (ზრდა წინა წელთან შედარებით 95 მლნ ლარით).
  • წმინდა მოგება: 189 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ მოგება 2023 წელთან შედარებით (96 მლნ ლარი) გაორმაგებულია.
  • მთლიანი აქტივები: 627 მილიონი ლარი (2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით).

კომპანიის მფლობელთა სია ასე ნაწილდება:

  • სვეტლანა ლამპრიანოვა-ბეჟუაშვილი - 10%;
  • ნოდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია Cement Invest B.V. - 90%;
  • თავის მხრივ - Cement Invest B.V. -ის 50.5%-ის მფლობელია Park Street Capital Lux Sarl, რომელიც ირაკლი რუხაძის ბიზნეს ჰოლდინგს ეკუთვნის;

თავის მხრივ - Cement Invest B.V. -ის 49.5%-ის მფლობელია Meadowsweet Assets Limited-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის შემადგენლობაში შემავალი კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები