მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

6351626cf21b4
BM.GE
20.10.22 18:58
6626
ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, გავრცელდა ინფორმაცია რომ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ბატონი უჩა მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრი, შვილი ტატე მამაცაშვილი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და სხვა პირებთან ერთად სანქცირებულთა სიაში არიან. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად არის მოკლებული ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, რაიმე ფორმით შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ საქმიანობასთან, რაც საფუძველი გახდებოდა მათ მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად საინფორმაციო საშუალებებს ვთხოვთ ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ ამ განცხადებით და მასში დაფიქსირებული პოზიციით - აცხადებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები