მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს

6384454638b0e
BM.GE
28.11.22 09:16
33555
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილია, 2016 წლამდე გახლდით რუსთავში მდენარე მინერალური სასუქების მწარმოებელი საწარმოს - რუსთავის აზოტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ჩემი საკუთრების უფლება ამ საწარმოზე უკანონოდ შეწყდა სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა არამართლზომიერი ქმედებების გამო. ამიტომ, ჩემი უფლებების დასაცავად და საკუთრების აღდგენის მიზნით დღემდე ვაწარმოებ დავებს/სამართლებრივ პროცედურებს სხვადასხვა იურისდიქციაში, მათ შორის საქართველოში.

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთავის აზოტის ამჟამინდელ მესაკუთრეს/შპს „ე.უ. ინვესთმენთ“-ს და მათ უკან მდგომ პირებს, განზრახული აქვთ პირდაპირი თუ ირიბი გზით გაასხვისონ რუსთავის აზოტის აქტივები. წინამდებარე განცხადების მიზანია, საჯაროდ მოვუწოდო როგორც რუსთავის აზოტის გასხვისების ინტერესის უკან მდგომ, ისე მისი შეძენით დაინტერესებულ პირებს, რომ თავი შეიკავონ რუსთავის აზოტის გასხვისების მიზნით ნებისმიერი გარიგების/მანიპულაციების განხორციელებისაგან. ამგვარი გარიგებებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი ვერ განიხილება რუსთავის აზოტის აქტივების კეთილსინდისიერ შემძენად.

მსურს გავასაჯაროო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მე მივმართე საქართველოს ეროვნულ ბანკს, რათა მან თავისი საზედამხედველო უფლებამოსილებების ფარგლებში, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიკვლიოს საქართველოს ერთ-ერთი სისტემური ბანკისა და მისი უმაღლესი მენეჯმენტის თანამდებობის პირების როლი და ჩართულობა რუსთავის აზოტის მართლსაწინააღმდეგო დასაკუთრების სქემაში. ამასთან, ეროვნულ ბანკს წარვუდგინეთ არამართლზომიერ ქმედებათა ჯაჭვში მონაწილე პირთა მამხილებელი არაერთი საყურადღებო მტკიცებულება.

გამოვთქვავ იმედს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იმოქმედებს მისი მაღალი სტატუსის შესაბამისად და უახლოეს დროში მოახდენს სათანადო და ეფექტურ რეაგირებას.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ იურიდიულ ფირმა “BLB“-ს, რომელიც იცავს და წარმოადგენს ჩემს ინტერესებს საქართველოში."

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები