გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მიიღო განაცხადი ქვეყანაში 112-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტს კომპანია "პირველი" ახორციელებს, რომელიც 2016 წელს არის დაფუძნებული.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის 50%-ის მფლობელია ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, 50%-ის მფლობელი კი კომპანია "ამპერაქს ენერჯი ჯორჯია", რომელიც თავის მხრივ თურქ ბიზნესმენს, ომერ ქაან ბიროლ ვაროლს ეკუთვნის.
აღწერის თანახმად, ქარის ელექტროსადგური სოფლების - უფლისციხის, ბერბუკის, ქვახვრელისა და შავშვების მიმდებარედ განთავსდება.
პროექტთან დაკავშირებით კომპანია "პირველმა" სკრინიგის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად 2025 წლის 5 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს, საიდანაც პროექტის აღწერის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება წარდგენილი.
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი კიდევ ერთ განახლებადი ენერგიის პროექტში არის ჩართული, მისი კომპანია შპს "ნაროვანი ჰესი" აზბეგის რაიონში, კონკრეტულად კი კობში 0.5 მგვტ სიმძრავლის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს.




























