მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულხან პაპაშვილის კომპანია „ნაროვანი ჰესი“ კობში 0.5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურს ააშენებს

ელექტროსადგური

სულხან პაპაშვილის კომპანია „ნაროვანი ჰესი“ ყაზბეგის რაიონში, კონკრეტულად კი კობში 0.5 მგვტ სიმძრავლის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ მთავრობის 816-ე განკარგულებიდან ირკვევა.

მთავრობამ ბიზნესმენის კომპანიას სოფელ კობში მდებარე 17 898 კვ.მ-ის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აღნაგობის უფლებით 49 წლის ვადით გადასცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ნაროვანი ჰესმა“ ყოველწლიურად ამ ქონებაში 10 023 ლარი უნდა გადაიხადოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში კი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე 0.5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგური უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს, რისთვისაც მინიმუმ 150 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

კომპანია "ნაროვანი ჰესი" 2023 წლის 23 მაისს დარეგისტრირდა, მისი 100%-იანი წილის მფლობელი სულხან პაპაშვილია, დირექტორი კი ავთანდილ ჯორბენაძეა.

ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი "ლარსი 2 ჰესის" მშენებლობას გეგმავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები