მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესს კადრების ქრონიკული დეფიციტი აქვს“ - სოსო ფხაკაძე

64006944d82eb
სალომე ხიდურელი
02.03.23 13:11
2888
„ორი მთავარი პრობლემა, რომელიც ბიზნეს სექტორს აქვს, სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტია“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მედიასთან საუბრობს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ატარებს კვლევებს და ყოველ კვარტალში აქვეყნებს BAG ინდექსს. როცა ბიზნესს ვეკითხებით, რა არის მათთვის მთავარი პრობლემა, ორი საკითხი რაც იკვეთება სამუშაო ძალისა და კვალიფიკაციური კადრების დეფიციტია. ეს არის რეალური პრობლემა რაც ბიზნესს აწუხებს.

რასაკვირველია, სახელმწიფომ ბიზნეს სექტორთან ერთად, ბევრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს კვალიფიციური განათლება - პროფესიულ სასწავლებლებში ადამიანების გაშვების კუთხით. ადამიანები მოკლევადიანი კურსის გავლის შემდგომ შეიძენენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდეგ მათ დასაქმებისთვის გამოადგებათ. ნებისმიერ ბიზნესს რომ ჰკითხოთ, კადრების ქრონიკული დეფიციტი აქვს“, - ამბობს ფხაკაძე.

განცხადება სოსო ფხაკაძემ თბილისის მერიის პროექტის „ისწავლე და დასაქმდი“ შედეგების პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა. სოსო ფხაკაძის თქმით, როგორც აღმოჩნდა, პროექტის ბენეფიციარების 70% დასაქმებულია.

„ბიზნესმენებს ყველაზე მეტად გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ, სახელმწიფო ამაში უნდა გვეხმარებოდეს. კარგია, რომ ასეთი პროექტი არსებობს“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები