აღნიშნული გამოკითხვაში კომპანიები იმ მთავარ გამოწვევებს ასახელებენ, რომლებიც ამ პერიოდში ოპერირების მიმართულებით სირთულეებს უქმნიდათ. ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ხუთი ფაქტორი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, სპეციალისტების ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსებია.
მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობამ დაიკავა. სექტორების მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად ხელის შემშლელ ფაქტორს მრეწველობის სექტორის კომპანიებისთვის (91%) წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტორი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელად ვაჭრობის სექტორის 81%-მა , მომსახურების სექტორის 68%-მა და მშენებლობის სექტორის 67%-მა დაასახელა.

გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა შემსუბუქდა (15 პროცენტული პუნქტით), ხოლო ყველაზე მეტად სპეციალისტების ნაკლებობის საკითხი გამძაფრდა (12 პროცენტული პუნქტით).
2021 წლის I კვარტლის მსგავსად, 2021 წლის II კვარტალშიც, COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვები მთავარი ფაქტორია, რატომაც სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის სახელდება. მეორე ადგილს კი მარეგულირებელი გარემო იკავებს.




























