მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დროა, რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო შემცირდეს“ - სოსო ფხაკაძე

64abe3ff3315c
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.23 16:25
772
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციის შემცირების პირობებში, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებაზე მუშაობა უნდა გააგრძელოს. ამის შესახებ მან „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების ეკონომიკური ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებლები შეიძლება ითქვას, რომ მოითოკა და ეს უნდა გახდეს თრიგერი, იმისთვის რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე მუშაობა გააგრძელოს. ერთხელ უკვე შეამცირეს, მაგრამ, დროა, ეს განაკვეთი კიდევ უფრო შემცირდეს.

ვფიქრობ, სებ-ი ამას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ თავად სებ-ის პროგნოზების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გაგრძელებას გეგმავს. დღეისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ია, რაც ეროვნული ბანკის შეფასებით, წელს კიდევ 1 პპ-ით შემცირდება. აღსანიშნია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მაისს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისა და პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით 11%-დან 10.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 21 ივნისის სხდომაზე კი განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე დატოვა. ცნობისთვის, სებ-ი 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებდა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 2 აგვისტოსაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები