მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესსექტორმა ერთ წელიწადში 50,900 სამუშაო ადგილი შექმნა

6299c6af4d92d
შოთა ტყეშელაშვილი
03.06.22 12:10
1190
საქსტატმა კერძო სექტორის გამოკვლევის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ბიზნეს სექტორი 2022 წლის პირველ კვარტალში სულ 673,600 ადამიანს ასაქმებდა. წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 50,900-ით, ანუ 8.1%-ით მეტია.

წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობის მატების ერთ-ერთი მიზეზია ქვეყანაში პანდემიური შეზღუდვების მოხსნა, ასევე ტურიზმის აღდგენა, რის გამოც მომსახურების, ტურიზმის და ვაჭრობის სფეროებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთაგან - 673,600 ადამიანიდან დაქირავებით დასაქმებულია 637,100 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით მეტია.

სექტორებს შორის ყველაზე მეტ ადამიანს ვაჭრობის სფერო ასაქმებს, სადაც 185,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

1. საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 185,583 დასაქმებული;
2. დამამუშავებელი მრეწველობა - 87,735 დასაქმებული;
3. ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 73,163 დასაქმებული;
4. მშენებლობა - 56,457 დასაქმებული;
5. ტრანსპორტი და დასაწყობება" - 55,179 დასაქმებული;
6. ტურიზმი - 31,771 დასაქმებული;
7. ინფორმაცია და კომუნიკაცია - 30,702 დასაქმებული;
8. განათლება - 24,214 დასაქმებული;
9. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 21,450 დასაქმებული;
10. ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 18,852 დასაქმებული;
11. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 17,188 დასაქმებული;
12. ენერგეტიკა - 15,014 დასაქმებული;
13. წყალმომარაგება კანალიზაცია და ნარჩენების მართვა - 14,590 დასაქმებული;
14. ხელოვნება გართობა და დასვენება - 12,575 დასაქმებული;
15. სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 11,691 დასაქმებული;
16. სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა - 11,376 დასაქმებული;

საქსტატის მონაცემებით, კომპანიებმა პირველ კვარტალში დასაქმებულტა ანაზღაურებებზე 2.9 მილიარდი ლარი დახარჯეს. სფეროებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი “ხელოვნების გართობის და დასვენების” სექტორში დაფიქსირდა, რაც აზარტული თამაშების სექტორსაც აერთიანებს. ამ სფეროსი საშუალო ხელფასი 2,468 ლარი იყო. ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კი 696 ლარი იყო და ის “სხვა სახის მომსახურების” სფეროში დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები