2026 წლის თებერვლის ბოლოსთვის ქართული ბანკების მიერ გაცემული ბიზნესსესხების მოცულობამ 43 მილიარდ ლარს მიაღწია, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4 მილიარდი ლარით, ანუ 11%-ით მეტია.
კონკრეტული სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ბანკებს უძრავი ქონების დეველოპერებზე აქვთ გაცემული, რაც 4.57 მილიარდ ლარს შეადგენს. სექტორის დაკრედიტება წლიურად 13%-ით გაიზარდა. მეორე ადგილს იკავებს სერვისების სექტორი 4.2 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 18%-ით გაიზარდა, მესამე პოზიციაზე კი უძრავი ქონების მენეჯმენტია 4 მილიარდი ლარით (ზრდა 18%).
რაც შეეხება სხვა სექტორებს, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება 3.56 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 10%-ით არის მომატებული. სასტუმროების და ტურიზმის სექტორის პორტფელი კი 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ის წლიურ ჭრილში 1%-ით არის შემცირებული. ენერგეტიკის სექტორის პორტფელი კი 16%-ით გაიზარდა და 2.96 მილიარდ ლარს აღწევს.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით ბიზნეს სესხები ასე ნაწილდება:
| # | სექტორი | სასესხო პორტფელი 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით - ლარი | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით |
| 1 | უძრავი ქონების დეველოპმენტი | 4.57 მლრდ ლარი; | 13% |
| 2 | სერვისი | 4.24 მლრდ ლარი; | 18% |
| 3 | უძრავი ქონების მენეჯმენტი | 4.03 მლრდ ლარი; | 18% |
| 4 | სოფლის მეურნეობის სექტორი | 3.56 მლრდ ლარი; | 10% |
| 5 | სასტუმროები და ტურიზმი | 3.02 მლრდ ლარი; | -1% |
| 6 | ენერგეტიკა | 2.96 მლრდ ლარი; | 16% |
| 7 | სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 2.71 მლრდ ლარი; | 8% |
| 8 | ვაჭრობა (სხვა) | 2.12 მლრდ ლარი; | -4% |
| 9 | სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 2.10 მლრდ ლარი; | 0% |
| 10 | სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1.87 მლრდ ლარი; | 1% |
| 11 | საფინანსო ინსტიტუტები | 1.59 მლრდ ლარი; | 114% |
| 12 | სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 1.18 მლრდ ლარი; | 21% |
| 13 | ჯანდაცვა | 1.02 მლრდ ლარი; | -26% |
| 14 | წარმოება (სხვა) | 971 მლნ ლარი; | 5% |
| 15 | რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 965 მლნ ლარი; | 11% |
| 16 | მძიმე მრეწველობა | 901 მლნ ლარი; | -1% |
| 17 | მათ შორის: ექსპორტიორები | 877 მლნ ლარი; | 33% |
| 18 | ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 876 მლნ ლარი; | 22% |
| 19 | ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 867 მლნ ლარი; | 25% |
| 20 | ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 611 მლნ ლარი; | -6% |
| 21 | სხვა | 551 მლნ ლარი; | 64% |
| 22 | ავტომობილების დილერები | 328 მლნ ლარი; | 30% |
| 23 | ტელეკომუნიკაცია | 295 მლნ ლარი; | -11% |
| 24 | ფარმაცევტიკა | 288 მლნ ლარი; | 56% |
| 25 | საბითუმო ლომბარდი | 270 მლნ ლარი; | 15% |
| 26 | ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 264 მლნ ლარი; | 43% |
| 27 | სახელმწიფო ორგანიზაციები | 43 მლნ ლარი. | 13% |



























