ფეისბუქ ჯგუფი ბლექ მარკეტი, წლების განმავლობაში ნებისმიერ მსურველს სხვადასხვა ცნობილი, მათ შორის პრემიუმ ბრენდების კოსმეტიკისა თუ თავის მოვლის საშუალებების რეალიზაციის საშუალებას აძლევდა. მეორე მხრივ, მომხმარებელს შეეძლო ისეთი ბრენდების პროდუქცია შეეძინა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის. იდეა განვითარდა, ფეისბუქ ჯგუფი იქცა ბიზნესად და ონალინ პლატფორმიდან ფიზიკურ სივრცეშიც გადაინაცვლა. უკვე 1 წელია, ბლექ მარკეტის მაღაზია ბარნოვის 53 ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებლისთვის 200ზე მეტი დასახელების ბრენდია ხელმისაწვდომი.
სტუმარი: ანუკი ბიწაძე - Black Market-ის დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად