მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BlackRock-ის აქტივების მოცულობამ რეკორდულ $15.3 ტრილიონს მიაღწია

blackrock

აქტივების მართვის ამერიკულმა გიგანტმა, BlackRock-მა ფინანსური ანგარიში წარმოადგინა, რომელმაც ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა.

კომპანიამ მეორე კვარტალში $7.08 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 31%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და უოლ-სტრიტის პროგნოზებს აჭარბებს. როგორც ირკვევა, კომპანიის სუფთა მოგებამ საანგარიშო პერიოდში $1.88 მილიარდს მიაღწია, თითო აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ კი $13.91 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ შედეგებს მნიშვნელოვნად აღემატება.

რაც მთავარია, კომპანიის მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა წლიურად 22%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, $15.3 ტრილიონს მიაღწია, რაც გლობალურ ფინანსურ სექტორში აბსოლუტური რეკორდია. ამჟამად BlackRock-ზე მასშტაბური პორტფელი პლანეტაზე არცერთ სხვა კომპანიას არ აქვს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კორპორაციული ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე, კომპანიამ 2026 წლისთვის აქციების გამოსყიდვის გეგმა $1.8 მილიარდიდან $2 მილიარდამდე გაზარდა.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ BlackRock-ის აქციების ფასი 7%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც მიმდინარე წლის კუმულაციური კლება აღმოიფხვრა და კომპანიის აქციები 3%-იან ზრდაში გადავიდა.

ცნობისთვის, BlackRock-ი მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანიაა, რომელიც 1988 წელს ნიუ-იორკში დაარსდა. ის ინვესტორებს აქტივების მართვის და საფონდო ბირჟაზე განსაკუთრებით მოთხოვნად ETF-ებს აკონტროლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები