საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის საკუთრებაში არსებული GIP დატა ცენტრების მფლობელ Aligned Data Centers-ს $40 მილიარდად შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-მა გაასაჯაროვა. BlackRock-ის შვილობილი კომპანია Global Infrastructure Partners-ი ინფრასტრუქტურული სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. თუ ორ მხარეს შორის შეთანხმება წარმატებით დასრულდა, ეს იქნება AI-ზე გათვლილი დატა ცენტრების შეძენის კუთხით ბოლო წლების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება.
Aligned-ის შეძენის შემდეგ GIP სექტორის მსხვილი მოთამაშე გახდება და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს დატა ცენტრების ბაზაზრზე. რაც აჩენს მოლოდინს, რომ უახლოეს მომავალში არაერთი მსხვილი ტექ-კომპანია დაინტერესდება მასთან თანამშრომლობით. თავად Aligned-ი ენერგო-ეფექტური დატა ცენტრების შექმნითაა ცნობილი. სწორედ ამან შეუწყო ხელი ბოლო პერიოდში მის სერვისზე მოთხოვნის ზრდას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც GIP-ს და არც Aligned Data Centers-ს მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ჯერ საჯაროდ არაფერი უთქვამთ. თუმცა Bloomberg-ს წყარო ეუბნება, რომ ერთობლივი განცხადება უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
Aligned-ის შეძენაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ცხადყოფს, თუ რამდენად დიდია უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების დაინტერესება იმ ინფრასტრუქტურის მიმართ, რომელზეც დღეს AI-ს განვითარება დგას.




























